logo_geo
თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 056 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

10 აპრილი. 2020. 02:55

 

თურქეთში, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 908 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ამასთან, თურქეთში, გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დაავადებულთა რიცხვი 28 578-მდე გაიზარდა.

 

ამ დრომდე გამოჯანმრთელება შეძლო 2 142-მა ადამიანმა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 552 პაციენტი რჩება.

 

ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 

 

 

big_banner
არქივი