logo_geo
ჰარვი ვაინშტაინი კორონავირუსისგან განიკურნა
- +

10 აპრილი. 2020. 11:01

 

 

ჰოლივუდელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც სექსუალური დანაშაულისთვის 23 წელი აქვს მისჯილი, კორონავირუსისგან განიკურნა და კარანტინიდან გამოვიდა. ინფორმაციას „Fox News“ ავრცელებს.

 

„Fox News“-ის ინფორმაციით, 68 წლის პროდიუსერს დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდა.

 

ჰარვი ვაინშტაინი მრავალი კინომსახიობის საჩივრის საფუძველზე გაასამართლეს. მომჩივანთა შორის იყვნენ ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი და ეშლი ჯადი. ვაინშტაინის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლად დაედო მოძრაობას #MeToo.

 

 

big_banner
არქივი