logo_geo
ევროპის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას გეგმავს
- +

10 აპრილი. 2020. 19:55

 

 

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, მაისიდან მოიხსნას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

 

 

მიუხედავად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის მოწოდებისა, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია, რამდენიმე ქვეყანა მაინც აპირებს, მომდევნო კვირების განმავლობაში დაწესებული რეგულაციები შეარბილოს.

 

 

ავსტრიაში მცირე ზომის არასასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებების გახსნა 14 აპრილისთვის იგეგმება. სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები კი, მაისის დასაწყისისთვის დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს.

 

 

ბულგარეთში 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კვლავ გაიხსნება სასურსათო ბაზრები და დაწესებული ჯარიმები შემცირდება.

 

 

დანიაში, სადაც კარანტინი 13 მარტს გამოცხადდა, 15 აპრილიდან სწავლა განახლდება, თუმცა დიდი შეკრებები 10 მაისამდე კვლავ აკრძალულია.

 

 

ასევე რეგულაციებს შეარბილებს ჩეხეთის რესპუბლიკა, სადაც აღდგომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მაღაზია აღადგენს მუშაობას.

 

 

ამასთან, ნორვეგიაში 20 აპრილიდან საბავშვო ბაღები გაიხსნება, სკოლები კი, მოგვიანებით, ერთი კვირის შემდეგ განაახლებენ სასწავლო პროცესს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი