logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 991-მდე გაიზარდა
- +

10 აპრილი. 2020. 20:26

 

 

აზერბაიჯანში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში გამოჯანმრთელდა კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

 

 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 991 შემთხვევა, ვირუსის შედეგად გარდაიცვლა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 159 პაციენტი.

 

 

საავადმყოფოებში ამ დროისთვის 822 ადამიანი რჩება, მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აზერბაიჯანში კორონავირუსზე ტესტი 61 342 ადამიანს ჩაუტარდა.

 

 

big_banner
არქივი