მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს გადაცდა და ამ დროის მონაცემებით 100 279-ს შეადგენს.
გარდაცვლილთა რაოდენობით, პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა, სადაც ვირუსს 18 849 ადამიანი ემსხვერპლა.
მეორე ადგილს 17 919 გარდაცვლილით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მესამეზე კი 15 970 დაღუპულით ესპანეთია.
საერთო ჯამში, COVID19-ით 1 646 480 ადამიანი დაინფიცირდა, 368 736 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.