logo_geo
პრინცესა დაიანას ექს-ბოიფრენდი პრინცი ჰარის მამაა?!
- +

16 მარტი. 2017. 02:53



დიდი ბრიტანეთის პრინცესა დაიანას ყოფილი მეგობარი მამაკაცი, ჯეიმს ჰევიტი აცხადებს, რომ ის პრინცი ჰარის მამა არ არის.


ამის შესახებ ჰევიტმა, ავსტრალიის ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადა. ჰევიტმა აღიარა, რომ პრინცესასთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა მისი თქმით, ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეფო ოჯახის საცხენოსნო ინსტრუქტორი გახდა, მაშინ კი პრინცი ჰარი  უკვე 2 წლის იყო.


ჯეიმსის თქმით, მათი ურთიერთობის პერიოდში, პრინცი ჩარლზი უკვე ხვდებოდა კამილა პარკერს, მისი და პრინცესას ურთიერთობა კი მალევე დასრულდა.

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=Ucl7D3tG364

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი