logo_geo
რუსი მომღერალი ნადეჟდა ბაბკინა, კორონავირუსის ეჭვით, ჰოსპიტალიზებულია და კომაშია
- +

11 აპრილი. 2020. 02:06

 

 

ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

 

„CORONA. სხვა პოსტი უნდა დამეწერა, მაგრამ გამოსაფხიზლებლად, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ეს აჯობებს.

 

ნადეჟდა ბაბკინა, ცნობილი რუსი მომღერალი, კორონავირუსის ეჭვით, ჰოსპიტალიზებულია და კომაშია.

 

კომაში ხელოვნურად შეიყვანეს, თუმცა რა მიზეზით, უცნობია.

სულ ახლახანს ბაბკინა თვითიზოლაციაში იყო და ვიდეო რგოლებს ავრცელებდა, მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებდა.

 

თუმცა, მანამდე, 19 მარტს, ბაბკინამ მასშტაბურად აღნიშნა 70 წლის იუბილე, რასაც რუსეთის მეგა ვარსკვლავების დაინფიცირება მოჰყვა.

 

ვრცელდებოდა კადრები როგორ ეხვეოდნენ, ესალმებოდნენ ერთმანეთს.

 

ახლახანს გაეწერა საავადმყოფოდან ლევ ლეშჩენკო, რომელსაც ჩOVID-19 აღმოაჩნდა. პნევმონია ჰქონდა იგორ ნიკოლაევს, თუმცა კორონავირუსი არ ჰქონდაო. ასევე გაეწერა. რუსეთის მთელი ბომონდი ბაბკინას იუბილეს შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ბორის ჯონსონზე დღეს დავწერე, რომ რეანიმაციაშია. სხვა ვარსკვლავებზე, სხვადასხვა ქვეყნების ჩინოვნიკებზე ბევრი იწერება.

 

კიდევ რა ინფორმაციები უნდა წაიკითხოს ადამიანმა, რათა გაიგოს, რომ საგანგებო მდგომარეობის და თვითიზოლაციის მოთხოვნები უნდა დაიცვას?!

 

ელემენტარულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ხვალ დავწერ.

 

 

big_banner
არქივი