logo_geo
ნიუ-იორკში მასობრივი სამარხები გაჩნდა
- +

11 აპრილი. 2020. 02:24

 

 

ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. BBC ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ ადამიანებს მასობრივად, საერთო სამარხში ასვენებენ.

 

 მუშებს სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ, რომლებსაც უზარმაზარი სამარხი აქვთ გათხრილი, მასში კი ხის კუბოებს რიგრიგობით ალაგებენ.

 

 ნიუ-იორკის შტატს ამჟამად ახალი კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა აქვს, ვიდრე ცალკე აღებულ ქვეყნებს.

 

შტატში აცხადებენ, რომ მათთან 159,937 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 7,000-ზე მეტი გარდაიცვალა.

 

 ამ ეტაპისთვის აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის 10 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში 1,6 მილიონამდე დაინფიცირებულია და ამათგან 460 ათასი შემთხვევა ამერიკაზე მოდის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი