logo_geo
დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა
- +

11 აპრილი. 2020. 11:02

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდა, იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. კერძოდ, ამერიკის ლიდერმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ იტალიაში ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის სამხედრო პერსონალი უნდა გაიგზავნოს.

 

„იტალიის რესპუბლიკა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ძველი მოკავშირეა, კორონავირუსით ძალიან დაზარალდა. ვირუსს ქვეყანაში 18 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირას მიიყვანა. ახლა იტალიის ეკონომიკას ღრმა რეცესია ელის“, - აღნიშნა ტრამპმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი