logo_geo
ბელარუსმა კორონავირუსის გამოსავლენი რუსული ტესტების შესყიდვაზე უარი განაცხადა
- +

11 აპრილი. 2020. 13:08

 

ბელარუსი კორონავირუსის გამოსავლენი რუსული ტესტების შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსული ტესტების შესყიდვაზე შეწყდა.

 

„ეს ტესტები არ გვჭირდება. ჩვენ თავად ვაწარმოებთ ტესტებს და კიდევ 50 000 ტესტი სხვა ქვეყნებიდან მივიღეთ“, - აღინიშნა მინისტრმა.

 

მაკეი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკს კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება.

 

„ჩვენც გვაინტერესებს, გავიგოთ, რა დახმარებაზეა საუბარი“, - დასძინა მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის 1981 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი