logo_geo
იტალიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი გარდაიცვალა
- +

11 აპრილი. 2020. 21:27

 

იტალიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

10 აპრილის ლეტალურ შედეგებთან შედარებით, მაჩვენებელი მცირედით არის გაზრდილი. 10 აპრილს, იტალიაში კორონავირუსით 570 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა.

 

 

11 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 19 468-მდე გაიზარდა.

 

 

იტალიური გამოცემა „ანსა“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 1 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 აპრილს კი კორონავირუსი 1396 ადამიანს დაუდასტურეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი