რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს აღდგომის დადგომისას მიმართა და მოუწოდა, კორონავირუსისგან გამოწვეულ შიშს არ დანებდნენ.
„ნუ შეშინდებით, ნუ დანებდებით შიშს. იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს“, - აღნიშნა რომის პაპმა.
რომის პაპმა კათოლიკეების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, წმ. პეტრეს თითქმის ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში, სადაც ცერემონიას, როგორც წესი, ათასობით მორწმუნე ესწრება, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.