logo_geo
რომის პაპი: ნუ დანებდებით შიშს, იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს
- +

12 აპრილი. 2020. 02:01

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს აღდგომის დადგომისას მიმართა და მოუწოდა, კორონავირუსისგან გამოწვეულ შიშს არ დანებდნენ.

 

„ნუ შეშინდებით, ნუ დანებდებით შიშს. იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

რომის პაპმა კათოლიკეების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, წმ. პეტრეს თითქმის ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში, სადაც ცერემონიას, როგორც წესი, ათასობით მორწმუნე ესწრება, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი