logo_geo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ყოველდღიურიდან იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ
- +

13 აპრილი. 2020. 17:55

 

„კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

 

„რუსეთის ფედერაციაში ვითარება ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი“, - აღნიშნა პუტინმა.

 

მისივე თქმით, მთავრობა სიტუაციის ყველანაირ განვითარებას განიხილავს.

 

„აუცილებელია ყველა სცენარის განხილვა, თვით ყველაზე რთულის და არაორდინარულის, იმისათვის, რომ მოქნილად, დაუყოვნებლივ შეცვალოთ ჩვენი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა“, - დასძინა პუტინმა.

 

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 2 558 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ვირუსის დადასტურებულმა რიცხვმა 18 328-ს მიაღწია.

 

 

წყარო https://www.interpressnews.ge/ka/article/594916-vladimer-putini-rusetshi-koronavirustan-dakavshirebuli-vitareba-dgitidge-icvleba-magram-ara-uketesobisken

 

 

big_banner
არქივი