logo_geo
ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება
- +

13 აპრილი. 2020. 21:56

 

 

ჩერნობილში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

როგორც ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო „ფეისბუქის“ გვერდზე იუწყება, სიტუაცია კრიტიკულია და ცეცხლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება.

 

ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატში მძვინავრებს. ორ კილომეტრში მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე საშიში რადიაციული ნარჩენები ინახება“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო.

 

ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს წევრი​ ემელიანენკო მიმართვას უკრაინის ხელისუფლებას, სასწარაფოდ მოახდინონ რეაგირება.

 

ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. 7 აპრილს ხანძარი 35 ჰეტქარზე იყო გავრცელებული.

 

6 აპრილს პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი 27 წლის მოქალაქე დააკავა. მისი თქმით, ცეცხლი მან გასართობად ბალახს წაუკიდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა და მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი