logo_geo
„ჰომოსექსუალობა არის ცოდვა ღმერთის კანონების წინააღმდეგ“- ტრამპის მრჩეველი
- +

24 ნოემბერი. 2016. 03:01



შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემის გუნდის მიერ დონალდ ტრამპის საშინაო მრჩევლად დასახელებულმა კენეტ ბლეკველმა საგაზეთო ინტერვიუში გეები წამქეზებლებსა და კლეპტომანებს შეადარა, რომლებიც შეიძლება რომ „შეიცვალონ". ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Guardian-ი აქვეყნებს.


„მე ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოვრების წესია, ეს არჩევანია, და ცხოვრების ეს წესი შეიძლება რომ შეიცვალოს", განაცხადა ბლეკველმა შეკითხვის - „არის ჰომოსექსუალობა ცოდვა და შეიძლება მისი მკურნალობა?" - საპასუხოდ.


„მე ვფიქრობ ეს არის ცოდვა ღმერთის კანონების წინააღმდეგ, ღმერთის ნება-სურვილის წინააღმდეგ. რეალობა არის ის, კვლავ ვიტყვი... რომ ჩემი აზრით, შენ ყოველთვის აკეთებ სხვადასხვა არჩევანს, ვფიქრობ ცხოვრების წესის განსაზღვრისას შენ აკეთებ კარგ არჩევანს და ამავე დროს აკეთებ ცუდ არჩევანსაც. ჩვენი მოლოდინია, რომ ვიღაცის გენეტიკური შემადგენლობა შესაძლოა ქმნიდეს ვიღაცას უფრო მიდრეკილს იყოს წამქეზებელი ან იყოს უფრო მიდრეკილი კლეპტომანიისადმი. ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს? დიახ",- განაცხადა ბლეკველმა.


 

 

 

big_banner
არქივი