logo_geo
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1067-მდე გაიზარდა
- +

14 აპრილი. 2020. 12:08

 

 

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1067-ს მიაღწია.

 

ამასთან ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 265 ადამიანი, ხოლო 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პირველად ახალინფიცირებულთა რაოდენობა ორჯერ ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რიცხვზე. 13 აპრილს კლინიკიდან გაეწერა კორონავირუსისგან განკურნებული 54 ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი