logo_geo
„დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

14 აპრილი. 2020. 14:58

 

 

თურქეთში „დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი, ჰეიდარ ბაში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას „CNN Turk“ ავრცელებს. ბაშს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა და ის ტრაპზონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

 

პოლიტიკოსი 73 წლის იყო.

 

ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის 61049 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1296 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი