logo_geo
ესპანეთში კორონავირუსისგან გადასარჩენად „ნოეს კიდობანს“ აშენებენ?
- +

14 აპრილი. 2020. 20:56

 

 

ესპანეთის ხელისუფლებამ შექმნა თვითიზოლაციის პროგრამა „ნოეს კიდობანი“. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

 

 

ის ვინც, შეიძლება დაინფიცირდეს კოვიდ-19-ით, მაგრამ არ შეუძლია თვითიზოლაცია, სთავაზობენ სპეციალურად მომზადებულ ადგილებს: სასტუმროებს, საერთო საცხოვრებლებს და ა.შ.

 

 

ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო მიერ მომზადებული პროგრამა ნებაყოფლობითია, თუმცა უპირველეს ყოვლისა, მათი გამოყენება შეუძლიათ ექიმებსა და ექთნებს, რომლებსაც მუდმივად აქვთ კონტაქტი დაინფიცირებულებთან.

 

 

პროგრამა საწყისს ეტაპზეა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უკვე შეუძლია „კიდობანში“ შესახლება.

 

 

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 170 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 17 ათასამდე გარდაიცვალა, ხოლო 65 ათასი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი