logo_geo
დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა
- +

15 აპრილი. 2020. 20:39

 

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა.

 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლაში ძირითადი მოვალეობა ვერ შეასრულა. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ჯანმომ ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დამალა.

 

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ახლა ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის დრო არ არის.

 

აშშ ჯანმო-ს უმსხვილესი დამფინანსებელია, გასულ წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან ორგანიზაციამ 400 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

 

 

big_banner
არქივი