logo_geo
გერმანიის ზოოპარკში, შესაძლოა ცხოველებს ერთმანეთის შეჭმის საშუალება მისცენ
- +

15 აპრილი. 2020. 20:57

 

ზოოპარკები, რომლებიც მზიან სააღდგომო დღესასწაულებზე ვიზიტორებით სავსე უნდა ყოფილიყო, ახლა შემოწირულობას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ჩრდილოეთ გერმანიის ზოოპარკის დირექტორი აღიარებს, რომ მალე შესაძლოა ზოგ ცხოველს, სხვა ცხოველის შეჭმის საშუალება მისცენ.

 

 

„ჩვენ უკვე დავთვალეთ ცხოველები, რომლებიც თავიდან უნდა მოვსპოთ“, – აცხადებს ნოიმიუნსტერის ზოოპარკის დირექტორი ვერენა კასპარი.

 

 

კასპარი ამბობს, რომ ზოგი ცხოველის მკვლელობა, იმისათვის, რომ სხვამ იცოცხლოს,  იქნება ბოლო გამოსავალი, მაგრამ ესეც ბოლომდე არ მოაგვარებდა ზოოოპარკის ფინანსურ პრობლემებს.

 

 

„საქმე ასე თუ წავიდა, მომიწევს ცხოველების დაძინება, რათა შიმშილი არ დაიწყონ, ან ზოგიერთ ცხოველს, სხვა ცხოველების შეჭმის საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა გერმანიის ზოოპარკის დირექტორმა.

 

 

კასპარის ზოოპარკი მიეკუთვნება ასოციაციას, რომელიც არ შედის მცირე ბიზნესის სახელმწიფო ფონდში. ამ შემოდგომაზე, დირექტორის გათვლებით, ზოოპარკის შემოსავალი დაახლოებით 175 000 ევროთი შემცირდება.

 

 

გერმანიის ზოოპარკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სხვა სამსახურებისგან განსხვავებით, ზოოპარკს არ შეუძლია დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა და დანახარჯების შემცირება. ცხოველებს სჭირდება გამოკვება და ყოველდღიური ზრუნვა.

 

 

ზოოპარკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ტიპიური გერმანული ზოოპარკის დახურვა, კვირაში დაახლოებით 500 000 ევროს დაკარგვას უტოლდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი