logo_geo
უკრაინაში ტაძრის მესანთლე კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

16 აპრილი. 2020. 10:45

 

 

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონის სოფელ ვისოკოპილიაში, საეკლესიო სანთლების გამყიდველი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 71 წლის ქალის გარდაცვალების გამო ხელისუფლებამ სოფელში იზოლაციის რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„სოფელი იზოლაციაში მოექცა. რატომ? იმიტომ, რომ მოხუცი ქალი შაბათ-კვირას ტაძარში იმყოფებოდა და სანთლებს ყიდდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც გარდაცვლილს კონტაქტი ჰქონდა, სავარაუდოდ, ძალიან დიდია“, - განაცხადა ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა.

 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 3 764 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 108 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი