logo_geo
ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ორსული მედდა ემსხვერპლა, ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს
- +

16 აპრილი. 2020. 15:53

 

 

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა. მედდას კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს.

 

ექიმების გადაწყვეტილებით, აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა, უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.

 

როგორც ეროვნული ჯანდაცვის სერვისი იუწყება, მერის COVID-19 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გადაედო და არა საავადმყოფოში მუშაობისას.

 

მერი აგიაპონგი ხუთი წლის განმავლობაში ლუტონის და დანსტებლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მუშაობდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი