რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩატარება გადაიდო. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღლუმი და ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც 9 მაისს უნდა გამართულიყო, მიმდინარე წელს გაიმართება. ვლადიმერ პუტინს არ დაუზუსტებია, თუ როდის გაიმართება აღნიშნული ღონისძიება.
„გამარჯვების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ახლა რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ: 9 მაისის თარიღი ჩვენთვის წმინდაა და თითოეული ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია. ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები, რომლის პიკი 9 მაისისთვის არ გადაივლის, ძალიან მაღალია და ეს უფლებას არ მაძლევს აღლუმისთვის მზადება დავიწყო“, - განაცხადა პუტინმა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 232 ადამიანი კი გარდაიცვალა.