logo_geo
დონალდ ტრამპი: სნუპ დოგისთვის ციხეში ჩასმის დრო მოვიდა
- +

16 მარტი. 2017. 21:49



აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეპერ სნუპ დოგისთვის "ციხის დრო მოვიდა". ტრამპმა ეს განცხადება თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა და ის რეპერის უკანასკნელ ვიდეოს ეხება, რომელშიც სნუპ დოგი ტრამპის კოსტიუმში გამოწყობილ კლოუნს ესვრის.


„თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რა აღშფოთებას გამოიწვევდა სნუპ დოგი, თავისი წარუმატებელი კარიერით და ყველაფრით, თუკი ის იარაღს დაუმიზნებდა და ესროდა პრეზიდენტ ობამას? ციხის დროა!", - წერს პრეზიდენტი.



სნუპ დოგი თავის ახალ ვიდეოში სახელწოდებით "BADBADNOTGOOD" კლოუნის ფორმაში ჩაცმულ ტრამპს სათამაშო იარაღს ესვრის. ვიდეო აშშ-ში პოპულიზმის აღზევებას და რასიზმის გაზრდილ რისკებს ეწინააღმდეგება.


 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი