logo_geo
მარტოსული დედამიწა- ვირუსი, რომელიც ყველაფერს აცარიელებს
- +

16 აპრილი. 2020. 23:32

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 2 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული. დაავადების დამარცხება  501 206-მა პაციენტმა შეძლო. ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-შია (600 000-ზე მეტი). ევროპის კონტინენტზე, ინფიცირების მაჩვენებლით, ესპანეთი ლიდერობს (177 000-ზე მეტი), ხოლო მას იტალია მოსდევს (160 000-ზე მეტი ინფიცირებულით). ამ სიას გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი აგრძელებს.

 

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას – ვირუსს მსოფლიოში 128 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

შეერთებული შტატები ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზეა. ქვეყანაში 26 000-ზე მეტი გარდაცვლილია. ევროპის კონტინენტზე პირველი იტალიაა – 21 000-ზე მეტი გარდაცვლილით; შემდეგ ესპანეთი – 18 000-ზე მეტი დაღუპულით.

 

შექმნილი ვითარების გამო, მსოფლიოს ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, გადაადგილება შეზღუდულია და ეს შეზღუდვები უფრო და უფრო მკაცრდება. დაიხურა კინოთეატრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასასურსათო მაღაზიები, ხალხმა სახლიდან დაიწყო მუშაობა. ქუჩებში, ძირითადად, სიცარიელე დარჩა…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი