logo_geo
ნიდერლანდებში 5G ანძები დაწვეს
- +

16 აპრილი. 2020. 23:43

 

 

დიდი ბრიტანეთის შემდეგ  5G ანძების დარბევა ნიდერლანდებშიც დაიწყეს. ანძები დაწვა გასულ კვირას როტერდამსა და ნიდერლანდების კიდევ ოთხ ქალაქში მოხდა. ინფორმაციას ღეუტერს ავრცელებს.

 

ნიდერლანდებში მეხუთე თაობის მობილური ქსელების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ახალი ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის საშიშია და პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს.

 

„ოპერატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ რთულ დროს მობილურმა ქსელებმა მუშაობა შეძლონ“ – განაცხადა The Monet Foundation  -ის დირექტორმა რობ ბონგელაარმა, რომელიც ნიდერლანდებში 5G ანძების მონტაჟს ახდენს.

 

„საიმედო ციფრული ინფრასტრუქტურის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ვიღაც გამიზნულად წვავს ანძებს, რაც გაუგებარი და დაუშვებელია“ – განაცხადა ბონგელაარმა.

 

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში 5G ჯერჯერობით ტესტირების რეჟიმშია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი