სომხეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე 1200-ს გადააჭარბა.
გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ტესტირება სულ 10 793 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის 1 161 პირი ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოიკვლიეს.