logo_geo
მოსკოვში კორონავირუსის გავრცელების პიკის დრო დასახელდა
- +

17 აპრილი. 2020. 15:38

 

 

მოსკოვის მერის მოადგილემ ანასტასია რაკოვამ მოსახლეობას ქალაქში კორონავირუსის გავრცელების პიკის შესახებ პროგნოზი გააცნო. მისი თქმით, რუსეთის დედაქალაქში პანდემიის პიკს მომდევნო 2-3 კვირაში ელოდებიან. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„უახლოესი კვირები იქნება ურთულესი“,- აღნიშნა ანასტასია რაკოვამ.

 

როგორც მოსკოვის მერი მოადგილემ განაცხადა, მნიშვნელოვნად გაიზრდება დაწოლა ქალაქის საავადმყოფოებზე, რის გამოც მათი დამატებითი საწოლებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 32 008 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 273 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი