logo_geo
ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

17 აპრილი. 2020. 17:39

 

 

ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას „The Moscow Times“ ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს სანქტ-პეტერბურგის ელიტარული საზღვაო ძალების სკოლის ხელმძღვანელიც.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 31 პირი 15-დან 17 წლამდეა, ხოლო დანარჩენი „ბევრად უფროსები არიან და რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან“.

 

ცნობისთვის, რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებოდ ემზადებოდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მსოფლიო ლიდერებიც. გუშინდელ დღემდე, მოსკოვის განცხადება აღლუმის გადადების შესახებ არ გაუკეთებია. წუხელ, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ღონისძიებები გადაიდო.

 

ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულია ადმირალ ნახიმოვის სახელობის საზღვაო სასწავლებლის 31 კადეტი. ოფიციალური მონაცემებით, ისინი არ მონაწილეობდნენ ალბინოში გამარჯვების აღლუმის მზადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი