logo_geo
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა
- +

17 აპრილი. 2020. 21:41

 

 

კორონავირუსის პანდემია ბრიტანეთშიც სწრაფად ვრცელდება. ის მეექვსე სახელმწიფო გახდა, სადაც 16 აპრილს ჩOVID 19-თ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს რიცხვი კიდევ 5599-ით, 108 692-მდე გაიზარდა.

 

ინფიცირების შემთხვევათა პარალელურად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. მსხვერპლი 17 აპრილის მონაცემებით 14 756-ს შეადგენს და გერმანიის მაჩვენებელს 3.5-ჯერ აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-ით მეტია. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 13.6% ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი