logo_geo
საბერძნეთის მთავრობა მაისიდან მკაცრ ზომებს ეტაპობრივად აუქმებს
- +

20 აპრილი. 2020. 22:20

 

 

კორონავირუსი საბერძნეთში თითქმის ქრება. წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს ინფიცირების მხოლოდ 10 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

 

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2.245-ს უდრის.

 

გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 116-მდე გაზარდა.

 

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 61 ადამიანი, ხოლო საერთო ჯამში მართვითი სუნთქვის აპარატიდან 44 პაციენტი მოხსნეს და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 

საბერძნეთის მთავრობა უკვე განიხილავს მაისის თვიდან ზომების ეტაპობრივი მოხსნის საკითხს. ქვეყანა ევროპასა და მსოფლიოშიც კი ყველაზე ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი