logo_geo
ინდოეთში კაცი მშობლებთან იზოლაციაში დარჩენილ ცოლს გაუბრაზდა და ყოფილ შეყვარებულზე იქორწინა
- +

21 აპრილი. 2020. 02:55

 

 

ინდოეთში, ბიჰარის შტატის ქალაქ პალიგანჯის მკვიდრი კარანტინის დროს მშობლებთან დარჩენილ ცოლს გაუბრაზდა და ყოფილ შეყვარებულზე იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Nეწსდ-ი ავრცელებს.

 

დჰირაი ქუმარის ცოლი მშობლებთან, ქალაქ დალაინ-ბაზარში გაემგზავრა, შემდეგ კი ხელისუფლებამ ქვეყანაში მკაცრი იზოლაციის რეჟიმი გამოაცხადა. ინდოეთში ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა, რის გამოც ცოლი სახლში ვეღარ დაბრუნდა.

 

ქუმარი ცოლს ურეკავდა და სახლში დაბრუნებას მოითხოვდა, რის გამოც წყვილს შორის ურთიერთობა გაუარესდა. სიტუაცია დაამძიმა იმ ფაქტმაც, რომ ხელისუფლებამ კარანტინი 3 მაისამდე გაახანგრძლივა.

 

ამის შემდეგ დჰირაი ქუმარი გაბრაზდა და ყოფილ შეყვარულებზე იქორწინა. როდესაც ცოლმა ამის შესახებ გაიგო, მან მეუღლეს პოლიციაში უჩივლა და ღალატში დაადანაშაულა. 16 აპრილს პოლიციამ დჰირაი ქუმარი დააკავა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი