logo_geo
თურქული მედია: ლიბიაში „ვაგნერის ჯგუფის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს
- +

23 აპრილი. 2020. 02:25

 

 

ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარეს მებრძოლი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” კონტრაქტორებმა ქიმიური ნერვული აირი გამოიყენეს.

 

როგორც თურქული მედია წერს, ამის შესახებ გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

 

როგორც ფათი ბაშაღამ განაცხადა, „ვაგნერის ჯგუფის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ლიბიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღი ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში, სალაჰ ალ-დინის რაიონში გამოიყენეს.

 

სააგენტო „ბლუმბერგის” ცნობით, ლიბიაში „ვაგნერის ჯგუფის” ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.

 

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

 

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი