logo_geo
საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 544 ადამიანი გარდაიცვალა
- +

23 აპრილი. 2020. 02:57

 

 

საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 544 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 340 შეადგინა.

 

შესაბამისი მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა ყოველდღიურ ბრიფინგზე წარადგინა.

 

ჟერომ სალომონის თქმით, გარდაცვლილთა 80% 75 წელს გადაცილებული პირია. მსხვერპლთა საერთო რაოდენობიდან 8 104 ადამიანი მოხუცებულთა სახლებში და სხვა სოციალურ-სამედიცინო დაწესებულებებში გარდაიცვალა.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსი საფრანგეთში 3 201 ადამიანს დაუდგინეს, რითაც „კოვიდ-19“-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 181 373-მდე გაიზარდა.

 

ამასთან, უკვე ზედიზედ ორი კვირაა, რაც საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა იკლებს.

 

საფრანგეთში მკაცრი კარანტინის ზომები უკვე ხუთი კვირაა, გრძელდება. ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას 11 მაისიდან გეგმავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი