logo_geo
„CNN“: მზის სხივები და ქლორი კორონავირუსს კლავს
- +

24 აპრილი. 2020. 22:00

 

 

მზის სხივები და ქლორი კორონავირუსს კლავს – აღნიშნული ინფორმაცია გუშინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერდა.  პრესკონფერენციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ბილ ბრაიანმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ვირუსზე კვლევა ვაშინგტონში, აშშ-ის არმიის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსის წვეთები ყველაზე უკეთ გადარჩენას შენობებში, მშრალ პირობებში ახერხებენ. ქლორი ახალ კორონავირუსს 5 წუთში კლავს, მაღალი ალკოჰოლური შემცველობის ხსნარები კი კიდევ უფრო მალე.  თუმცა ყველაზე სწრაფად ვირუსს მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტი ანადგურებს.

 

დაკვირვების შედეგად ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა – მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტი ვირუსს კლავს როგორც ზედაპირებზე, ასევე ჰაერში. ტემპერატურა და ტენიანობაც თამაშობს გარკვეულ როლს იმაში, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს ვირუსი გარემოში“, – განაცხადა ბრაიანმა. თუმცა მან აქვე დასძინა ისიც, რომ ეს აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, თითქოს ზაფხულში ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

 

ეს კიდევ ერთი იარაღი იქნება ჩვენს არსენალში, მაგრამ ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ზაფხულში ამის გამო ყველაფერი ბოლომდე მოგვარდება. თუმცა ეს ცოდნა ჩვენ საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ კვლევებში და დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“. – ამბობს ბრაიანი.

 

ამ განცხადებამდე ცოტა უფრო ადრე აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტმა თეთრ სახლსწარუდგინა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია: ახალი კორონავირუსის თავისებურებებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იგი ბოლომდე გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატება და ტენიანობის ცვლილება მის გავრცელებას საგრძნობლად შეანელებს, ადამიანების დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ვირუსის გავრცელება არც ზაფხულში შეწყდება, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების ერთდროულად ამოქმედება“. დასკვნის ბოლოს მოყვანილი იყო იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც როგორც წესი, თბილი ამინდებია, თუმცა ვირუსი იქ მაინც ვრცელდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ იმისათვის, რათა აღმოჩენის არსი არასწორად არ იყოს გაგებული.

 

ჭჰო-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ  ადამიანებს მზის აბაზანები კორონავირუსით ინფიცირებისაგან არ იცავს. სამაგიეროდ მზეზე დიდი ხზნით გაჩერება ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ორგანიზაცია მკაცრად აფრთხილებს ყველას, ხელების ან სხეულის დეზინფექციისათვის“ არ გამოიყენონ ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ნათურები და ფარნები. ,,ულტრაიისფერი გამოსხივება კორონავირუსისაგან არ გიცავთ, თუმცა მას კანის გაღიზიანება და სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ასევე მკაცრად აფრთხილებს ყველას, არავითარ შემთხვევაში არ დალიონ ქლორი ან სხვა სადეზინფექციო სითხე, რადგან ისინი მომწამვლელია.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო კვირაში სადეზინფექციო საშუალებებისა და მათეთრებლების გამო მოწამვლების შემთხვევების რაოდენომამ 20%-ით მოიმატა ადრინდელ მონაცემებთან შედარებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი