logo_geo
ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა
- +

25 აპრილი. 2020. 02:14

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი.

 

ამიერიდან, რუსეთში მუდმივ საფუძველზე მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა არ მოუწევს.

 

ასევე, კანონის მიხედვით, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანებს, ასევე, მის ყოფილ რესპუბლიკებში მცხოვრებ პირებს, მოქალაქეობის მისაღებად რუსეთში სამი წლის განმავლობაში ცხოვრება აღარ მოუწევთ.

 

იგივე ნორმა ვრცელდება რუსეთის მოქალაქეების უცხო ქვეყნის მოქალაქე მეუღლეებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და საერთო შვილები ჰყავთ​, ასევე, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომელთა ერთ მშობელს აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

 

მოლდოვას, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთში ბინადრობის მოწმობა აქვთ, ქვეყანაში აუცილებელი ვადით ცხოვრების გარეშე შეძლებენ, მოქალაქეობაზე საბუთები წარადგინონ.

 

 

big_banner
არქივი