logo_geo
საუდის არაბეთში გაროზგვა აიკრძალა
- +

25 აპრილი. 2020. 17:54

 

 

საუდის არაბეთში აიკრძალა გაროზგვა, როგორც კანონდარღვევისთვის დასჯის ფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. გაროზგვა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება.

 

 

გადაწყვეტილება გაროზგვის აკრძალვის შესახებ მიღებულია ადამიანის უფლებათა სფეროში დაწყებული რეფორმების ფარგლებში, რომლებსაც მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ატარებს.

 

 

გასული წლის დეკემბერში ადრეულ ასაკში ქორწინება ოფიციალურად აიკრძალა, ქორწინებისთვის მინიმალურ ასაკად კი 18 წელი განისაზღვრა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი