logo_geo
უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილის, როგორც გასამართლებული პირის მინისტრთა კაბინეტში დანიშვნა, უკანონოა
- +

25 აპრილი. 2020. 22:01

 

 

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკანონო იქნება, რადგან ის გასამართლებულია საქართველოში.

 

უკრაინული მედია შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს – უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ნასამართლეობის ვადა არ აქვს მოხდილი ან გაუქმებული.

 

ასევე, კანონი არ ითვალისწინებს ნორმას, რომ პირი აუცილებლად უკრაინაში უნდა იყოს გასამართლებული. შესაბამისად, სააკაშვილი ვერ გახდება უკრაინის მთავრობის წევრი, რადგან ის გასამართლებულია საქართველოში და ნასამართლეობის ვადა არც მოხდილია და არც გაუქმებული“, – აღნიშნავს უკრაინული მედია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად შეიძლება დაინიშნოს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი