logo_geo
იტალიის ხელისუფლების ვარაუდით, საზღვრები წლის ბოლომდე არ გაიხსნება
- +

26 აპრილი. 2020. 11:12

 

 

იტალიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი თვლის, რომ წელს იტალიაში საერთაშორისო ტურიზმი არ იქნება. მინისტრი აცხადებს, რომ საზღვრები გაიხსნება სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება თითოეულ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და პოლიტიკაზე. საერთაშორისო ტურიზმი წელს არ იქნება, ამიტომ გაჩნდა იდეა „ვიმოგზაუროთ იტალიაში“, რომელიც გულისხმობს ინვესტიციებს შიდა ტურიზმში“, - განუცხადა დარიო ფრანჩესკინიმ „La Repubblica“-ს.

 

მინისტრი აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის გაიხსნება ქვეყნის კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის კოლიზეუმი და პომპეი. 

 

იტალიაში ყველა კულტურული დაწესებულება, გამოფენა და მუზეუმი 6 მარტის შემდეგ დაკეტილია. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 4 მაისიდან არის დაგეგმილი.

 

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 193 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 26 ათასამდე ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა, გარდაცვლილთა რიცხვით კი - მეორეზე.

 

 

big_banner
არქივი