logo_geo
რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
- +

26 აპრილი. 2020. 21:21

 

 

ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსი ბენიამენი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქომ დაადასტურა.

 

ეპისკოპოსი რამდენიმე დღის წინ კურსკის ინფექციურ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. მას კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.

 

ეპისკოპოსი ბენიამენი პირველია რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის ღვთისმსახურებს შორის, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.

 

COVID-19-ისგან გამოწვეული გართულებებით ასევე გარდაიცვალა ელოხოვის (მოსკოვი) ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსეი აგეიკინი.

 

 

big_banner
არქივი