logo_geo
როგორი იქნება სახლები 2025 წლისთვის?
- +

1 მაისი. 2020. 21:05

 

 

Samsun-ის ინოვაციების სამსახურის დირექტორმა დევიდ ეუნმა მსოფლიო ინოვაციების სამიტზე წარმოადგინა სახლის მაკეტი, რომელიც მისი აზრით, 2025 წლისთვის უკვე ფართოდ გავრცელებული იქნება. ეუენმა დაასახელა ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც მომავლის სახლს ექნება.

 

ხმოვანი სისტემის გამოყენება

 

ეუნის თქმით, მომავლის სახლში ყველა მოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და მათი მართვა ხმოვანი სისტემის მეშვეობით შეგვეძლება.

 

მაგალითისათვის, თუ მოგვინდება სახლში არსებული ტელევიზორის სხვა არხზე გადართვა, რამდენიმე წელში არა პულტის გამოყენება, არამედ უბრალოდ ტელევიზორისთვის "თქმაც" კი საკმარისი იქნება. იუნის თქმით, 2023 წლისთვის ჩვენ მსგავს სისტემაზე მომუშავე უკვე 8

 

მილიარდი მოწყობილობა გვექნება.

 

მომავლის სამზარეულო

 

იუნი აცხადებს, რომ 2025 წლის სამზარეული "ძალიან ჭკვიანი" იქნება და ჯანსაღი საკვების მიღებაში დაგვეხმარება. უფრო კონკრეტულად კი, სპეციალური პროგრამის გამოყენებით მაცივარი შემოგვთავაზებს, თუ რომელი საკვების მომზადებაა სასურველი. ამასთანავე, შემოთავაზებისას ის გაითვალისწინებს, თუ რა პროდუქტები გაქვთ მაცივარში.

 

სასტუმრო ოთახი

 

მომავლის სახლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ტელევიზორი იქნება, რომელიც მთელს მსოფლიოსთან დაგაკავშირებთ. მისი ეკრანის ხარისხი და ხმა იმდენად გაუმჯობესდება, რომ ფეხბურთის მატჩის ყურებისას თავს მოედანზე იგრძნობთ.

 

ამასთანვე, თქვენ შეგეძლებათ უზარმაზარ ეკრანზე ჩართოთ სასურველი ადგილის თემატური ვიდეო და არდადეგები "სახლში მოიწყოთ".

 

საბოლოო ჯამში მთლიანი სახლი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და თქვენ გექნებათ დეტალური ინფორმაცია მისი ჰაერის სიჯანსაღის, ტემპერატურისა და მოხმარებული ენერგიის შესახებ. ამასთანავე მომავლის სახლი გაცილებით უფრო ეკომეგობრული იქნება და რესურსების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი