logo_geo
მედიის ინფორმაციით, 20-დღიანი პაუზის შემდეგ კიმ ჩენ ინი გამოჩნდა
- +

2 მაისი. 2020. 02:22

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცოცხალია. ამის შესახებ „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი 20-დღიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა.

 

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანის სამხრეთით ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო.

 

ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე, „მზის დღეზე“ არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებას არ დაესწრო.

 

 

big_banner
არქივი