logo_geo
საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს
- +

3 მაისი. 2020. 11:47

 

 

საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაცია სამშობლოში დაბრუნებულ საფრანგეთის მოქალაქეებსაც შეეხება.

 

„კარანტინი დაუწესდება ყველა პირს, რომელიც საფრანგეთის მიწაზე დაბრუნდება“, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იმოქმედებს აღნიშნული შეზღუდვა საფრანგეთში.

 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსისგან 24 594 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 24 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე უნდა გახანგრძლივდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი