ტაილანდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.
ვირუსის გავრცელების კუთხით, ტაილანდში ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მარტის დასაწყისში დაფიქსირდა.
ვირუსი ქვეყანაში იანვარში გავრცელდა და მას შემდეგ ტაილანდში COVID-19-ის 2969 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 54 ადამიანი.
ტაილანდში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.