logo_geo
ტაილანდში ბოლო 24 საათში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა
- +

3 მაისი. 2020. 12:21

 

 

ტაილანდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

 

ვირუსის გავრცელების კუთხით, ტაილანდში ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მარტის დასაწყისში დაფიქსირდა.

 

ვირუსი ქვეყანაში იანვარში გავრცელდა და მას შემდეგ ტაილანდში COVID-19-ის 2969 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 54 ადამიანი.

 

ტაილანდში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი