დიდი ბრიტანეთის პრინცესა, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილი შარლოტა გუშინ, 2 მაისს, 5 წლის გახდა. კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ამ თარიღთან დაკავშირებით „ინსტაგრამზე“ იუბილარის ფოტოები გამოაქვეყნეს.
უილიამს და ქეითს კიდევ ორი შვილი ჰყავთ - 6 წლის ჯორჯი და ლუი, რომელიც აპრილის ბოლოს 2 წლის გახდა.