logo_geo
რუსი ექიმი, რომელიც აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა
- +

4 მაისი. 2020. 13:23

 

 

რუსი ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „The Moscow Times“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე ექიმია, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე საავადმყოფოების ფანჯრებიდან გადავარდა გაურკვეველ გარემოებებში.

 

37 წლის ალექსანდრე შულეპოვმა 22 აპრილს გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ნოვაია უსმანის საავადმყოფოში მუშაობას აიძულებდნენ, მაშინ როცა თავადაც ინფიცირებული იყო. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან „ბრალდებები“ ემოციურ ფონზე გააკეთა და გაჟღერებული ცნობები უარყო. მისი კოლეგა კი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, „ყალბი ამბების“ გავრცელების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს და მედიის ინფორმაციით, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი