logo_geo
მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი გაიხსნა
- +

4 მაისი. 2020. 18:49

 

 

CNN-ის ცნობით, შვედეთში წყვილმა მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი გახსნა. ის სტოკჰოლმიდან 350 კილომეტრშია განლაგებული.

 

რესტორანი მინდორში მოთავსებულ მაგიდას და 1 სკამს წარმოადგენს. მთავარი, რასაც რასმუსი და ლინდა სტუმრებს სთავაზობენ ის არის, რომ მათ სხვებთან კონტაქტი არ მოუწევთ და ჭამას მშვიდად მოახერხებენ. მათი თქმით, ეს ინდივიდუალური გამოცდილება, რომლითაც ადამიანი მარტო უნდა დატკბეს.

 

რესტორანში ოფიციანტი არ არის. დღეში აქ მხოლოდ 1 სტუმარს მასპინძლობენ და მხოლოდ 1 კერძით უმასპინძლდებიან. რასმუსი და ლინდა ამბობენ, რომ ებრძვიან იმ უსიამოვნო გრძნობას, როცა ადამიანს ჭამის დროს ვიღაც უყურებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი