logo_geo
42 ქვეყნის მეცნიერები და მსოფლიო მასშტაბის ექიმები 5G-ის ინსტალაციის შეჩერებას მოითხოვენ
- +

6 მაისი. 2020. 00:30

 

 

5G ტექნოლოგია მოითხოვს სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას, რომელიც გულისხმობს ათასობით ახალი ფიჭური ანტენის დამონტაჟებას ყველა იმ ქალაქში, სადაც ის უნდა განლაგდეს. 42 ქვეყნის მეცნიერები და მსოფლიო მასშტაბის ექიმები საკუთარ მთავრობებს უკაბელო რადიაციით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ უკვე აფრთხილებენ და განლაგების შეჩერებას ერთხმად მოითხოვენ. ისინი 5G ტექნოლოგიით გამოწვეულ ისეთ სიმპტომებს ასახელებენ, როგორიცაა: კონცენტრაციის უნარისა და მხედველობის დაქვეითება, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ნევროზი, ამაღლებული მგრძნობელობა, გაღიზიანება და უძილობა. გარდა ამისა, ისინი დიდ შეშფოთებას გამოხატავენ 5G-ს ნეგატიურ მოქმედებაზე გულსა და ნერვულ სისტემაზე.

 

მსოფლიო მასშტაბით ექიმები და მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის მიკროტალღური გამოსხივების მასშტაბსა და მისით გამოწვეულ ზიანს. ისინი პროგნოზირებენ, რომ იმ ადგილებში, სადაც 5G დამონტაჟდება, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მქონე ადამიანთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და მოითხოვენ განლაგების შეჩერებას მანამ, სანამ ადამიანების ორგანიზმზე 5G ტექნოლოგიის გავლენის გრძელვადიანი ტესტირება არ ჩატარდება.

 

https://tinp.ge/ge-new/vip-1/1998-42-5g-.html?fbclid=IwAR1C0Lxd7maD4PBVjNvZY1yXF2XkU4iQ_E0I6NQXCf2tBq3Nfp6qs5GsrBc

 

 

big_banner
არქივი